საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: მე არსად მივდივარ, ზუსტადაც რომ მოვდივარ

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერმინისტრი, რომელიც ბათუმის ხელოვნების ცენტრში პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა, სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, ის ხელისუფლებიდან კი არ მიდის, არამედ საზოგადოებაში მოდის და აქ მინიმუმ 20 წლით დარჩება.

"მინდა შეგახსენოთ, რომ მე არსად არ მივდივარ, პირიქით მოვდივარ. მე ვიყავი ხელისუფლებაში და ახლა მოვდივარ თქვენთან. გარწმუნებთ, რომ როგორც ორი წლის განმავლობაში რასაც გპირდებოდით, როგორი პროგნოზები გვქონდა, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ერთად მოვახერხეთ ყველაფერი. მე არსად არ მივდივარ, ზუსტადაც რომ მოვდივარ და მინიმუმ 20 წელი ვიქნები აქტიურად თქვენს გვერდით", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდით, თითოეული მოქალაქის და საზოგადოებამ ყოველმხრივ ხარისხიანი პროდუქცია უნდა მიიღოს. "კარგად ვიცი, როგორ უნდა ვისწავლოთ ხარისხი. თეთრს თეთრად დავინახავთ და შავს შავად. მოვახერხებთ სწორ ანალიზს... არც ჟურნალისტი, არც ექსპერტი, რომლებსაც დავეხმარები, საზოგადოებაში ჩემი გადმოსვლით უხარისხო პროდუქტს არ მივყიდით საზოგადოებას", - აღნიშნა ბიძნა ივანიშვილმა.

კომენტარები