ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-მ პარტიის ხელმძღვანელობა აირჩია

primetimenews.ge

ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე პარტიის ხელმძღვანელობა აირჩიეს. ნაციონალურმა მოძრაობამ მეექვსე ყრილობაზე განახლებული წესდება დაამტკიცა. ენმ-ს განცხადებით, ამით მოძრაობა მართვის ახალ პრინციპებზე გადავიდა - გადაწყვეტილებათა მიღების უფრო მეტად დემოკრატიული მექანიზმი, დეცენტრალიზაცია, გამჭვირვალობა, შიდაპარტიული დისკუსია.

პარტიაში ოთხი მნიშნვნელოვანი სიახლეა: ენმ-ში ძირითადი გადაწყვეტიულებებს კოლეგიური ორგანო - პოლიტიკური საბჭო მიიღებს; ამიერიდან ნაციონალურ მოძრაობას ეყოლება პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე; ნაცვლად აქამდე არსებული დანიშვნის წესისა რაიონულ, საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, რაიონული კონფერენციები აირჩევენ; ყველა დონის არჩევნებისთვის კანდიდატების შერჩევის ძირითადი წესი იქნება პრაიმერი, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მხარდამჭერებს შეეძლებათ მიიღონ გადაწყვეტილება პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილე კანდიდატებთან დაკავშირებით.

ყრილობაზე არჩეულ იქნა ახალი პოლიტიკური საბჭო,რომელიც მოძრაობის ძირითადი მართვის ორგანო იქნება.

 

კომენტარები