აფხაზეთი

პუტინმა ანქვაბს „დამოუკიდებლობის 20 წლისთავი“ მიულოცა

ვლადიმირ პუტინი
Time

რუსეთის პრეზიდენტმა ვლდიმირ პუტინმა აფხაზური რეჟმის ლიდერ ალექსანდრ ანქვაბს "დამოუკდებლობის" 20 წლის იუბილე მიულოცა. რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, თავის მილოცვაში პუტინმა აღნიშნა, რომ "ეს დღესასწაული აფხაზი ხალხის სიმამაცის და თავისუფლებისმოყვარეობის, საკუთარი სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობისკენ მისი სწრაფვის სიმბოლოა".

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუხვა "აფხაზეთის წინსვლას სოციალურ-ეკონიმიკური განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, საერთაშორისო კავშირების გაფართოების თვალსაზრისით", ასევე "რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების მაღალი დონით" კმაყოფილება გამოთქვა.

30 სექტემბერს სოხუმი "დამოუკიდებლობის დღეს" აღნიშნავს. რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. მის მაგალითს მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ - ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ტუვალუმ მიბაძა.

 

კომენტარები