NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ მეორე ტურის დანიშვნა მოსალოდნელია

NDI-ის კვლევაში გამოკითხულთა 27% აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა მოსალოდნელია, ხოლო 4% მიიჩნევს, რომ ძალიან მოსალოდნელია. კითხვაზე - თქვენი აზრით, რამდენად მოსალოდნელია, რომ დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - გამოკითხულთა 23% ამბობს, რომ მეორე ტურის დანიშვნას არ ელოდება, ხოლო 8%-ისთვის საერთოდ არ არის მოსალოდნელი. გამოკითხულთა 17% საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისადმი ნეიტრალურად არის განწყობილი, ხოლო 19% აცხადებს, რომ არ იცის. 

კომენტარები