NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 39% პრეზიდენტად მარგველაშვილს ისურვებდა, 18% კი ბაქრაძეს

NDI-ის კვლევაში გამოკითხულთა 39% საქართველოს პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა, 18%-ის არჩევანი კი დავით ბაქრაძეა. კითხვაზე, ვის ისურვებდით საქართველოს მომავალ პრეზიდენტად, 7%-მა ნინო ბურჯანაძე დაასახელა. 16%-მა ჯერ არ იცის, ვის მისცემს ხმას, 6%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, თუ ბაქრაძე და მარგველაშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, გამოკითხულთა 49% მარგველაშვილს დაუჭერს მხარს, 24% ბაქრაძეს. 14%-ს ჯერ არ გაუკეთებია საბოლოო არჩევანი, გამოკითხულთა 5%-მა კი პასუხისგან თავი შეიკავა. 

კომენტარები