ევროპის სახალხო პარტია

ბიძინა ივანიშვილი ევროპის სახალხო პარტიის დელეგაციას შეხვდა

ბიძინა ივანიშვილის facebook-ის ოფიციალური გვერდი

საქართველოს პრემიერი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დელეგაციას შეხვდა. როგორც ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, პრემიერმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს იმ მხარდაჭერისთვის, რაც ევროპარლამენტის 12 სექტემბრის რეზოლუციაში აისახა.

"რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს შემდგომი ზეწოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე და პატივი სცეს მათ სუვერენულ უფლებას - თავად აირჩიონ საკუთარი პოლიტიკური კურსი. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესის გამო", - აცხადებს პრემიერის პრესსამსახური. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებაც ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. საუბარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსაც შეეხო.

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დელეგაცია დღეს ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა. ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულეს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. 

კომენტარები