NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 71% არ ამართლებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შესახებ.
ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას მხოლოდ გამოკითხულთა 18% ამართლებს, მისი ამ განცხადების შესახებ კი კვლევაში მონაწილეთა 90%-ზე მეტია ინფორმირებული.
საზოგადოებრივი განწყობების კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.





