ტერორიზმი

კენიაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა

Reuters

კენიის დედაქალაქ ნაირობიში სავაჭრო ცენტრზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 39-ს მიაღწია. დაჭრილია 150-ზე მეტი ადამიანი. BBC-ს ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა სომალის ისლამისტურმა დაჯგუფებამ - ალ შაბაბმა აიღო. 

კენიის პრეზიდენტის უჰურუ კენიატას განცხადებით, დაღუპულთა შორის მისი ნათესავებიც არიან. მომხდარი უკვე დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ. 

კენიის დედაქალაქ ნაირობიში შეიარაღებულმა დაჯგუფებამ სავაჭრო ცენტრი გუშინ დაიკავა. შეარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს და პოლიციას დაუპირისპირდნენ. 

კომენტარები