ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი

მარგველაშვილი: ნებისმიერი ჩემი წამოწყება დროში თვისობრივად იწელებოდა

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

ქართული ოცნების კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილის ტელეკომპანია იმედის ეთერში ვახო სანაიას კითხვებს უპასუხა. პრეზიდენტობის კანდიდატმა კოჰაბიტაციის პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეცვლის შემდეგ ეს პრობლემა მოიხსნება. 

"ის მოლოდინი, რომ დაიწყებოდა ძალიან ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკა, ეს იყო სწორი მოლოდინი, მაგრამ ყველა ეტაპზე ჩვენ ვხედავდით რა სირთულეები ახლდა ჩვენს ყველა წამოწყებას. მე მაქვს ამის გამოცდილება, როგორც ყოფილ მინისტრს. ამას ვხედავდი მე ჩემს საქმიანობაშიც, როდესაც ვცდილობდი რეფორმის განხორციელებას განათლების სისტემაში. ეს იყო ჩემს მიერ შეტანილ ყველა კანონპროექტზე ვეტოს დადება. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატად დავსახელდი, ამან უბრალოდ რეგულარული სახე მიიღო. მე დიდი ხანია მინისტრი აღარ ვარ, მაგრამ პარლამენტი კიდევ განაგრძობს იმ ვეტოების დაძლევას იმ კანონპროექტებზე, რომელიც მე თავის დროზე შევიტანე როგორც მინისტრმა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჩემი წამოწყება დროში თვისობრივად იწელებოდა. ორმაგი დრო სჭირდებოდა იმის გაკეთებას, რასაც მე ვაკეთებდი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

კომენტარები