ბაჩო ახალაიას საქმე

გოგა ონიანი: პროკურორი რევაზ ნადოი ჯანმრთელად არის

primetimenews.ge

პროკურორი რევაზ ნადოი ჯანმრთელად არის, - ამის შესახებ ბაჩო ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი საუბრობს. მისი თქმით, ნადოი, რომელიც პროკურატურის განცხადებით ავად იყო და ფეხზე ვერ დგებოდა, ქუჩაში შორტებით იმ დროს ნახეს, როდესაც ავტომანქანას ათვალიერებდა, რომლის შეძენაც სურდა. მისივე ინფორმაციით, როდესაც ნადოიმ უცხო მოქალაქეები დაინახა, სახლში შევიდა და პატრულს დაურეკა.

"კბილაშვილის მხრიდან ეს უსინდისო საქციელია, როგორც მისი თანამშრომლების, ისე საზოგადოების მიმართ, რადგან ის თავის თანამშრომელს დამამცირებელ მდგომარეობაში აყენებს და აიძულებს, ცუდად ყოფნა ითამაშოს", - თქვა ონიანმა.

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას საქმეზე პროკურორის შეცვლის მიზეზი გუშინ განმარტა. მათი ინფორმაციით, პროკურორი რევაზ ნადოი ბაჩო ახალაიას პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.

"პროკურორი რევაზ ნადოი შეუძლოდ გახდა და სასამართლო პროცესზე დასწრებას ვეღარ შეძლებდა, რის გამოც გადაწყდა, რომ ბაჩო ახალაიას საქმეზე ის სხვა პროკურორს ჩაენაცვლებინა", - განაცხადეს პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რევაზ ნადოი პროკურორმა ია დარჯანიამ შეცვალა.

კომენტარები