გიგი უგულავას საქმე

უგულავა: პროკურატურა ჯოზეფ ქეისთან შეთანხმებულად მოქმედებს

თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, პროკურატურა ყველანაირად ეცდება, რომ სასამართლოზე ჯოზეფ ქეის გამოცხადება გააჭიანუროს. როგორც უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა, მთავარი ჯოკერი მოწმე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ჯოზეფ ქეია და პროკურატურა ყველანაირად ეცდება, რომ სასამართლოზე ქეის გამოცხადება გაწელოს.

"მეტსაც გეტყვით, პროკურატურა ამ შემთხვევაში ქეისთან შეთანხმებულად მოქმედებს, საზოგადოებამ იცის, რომ მან პროკურატურის დახმარებით წაართვა პატარკაციშვილის ოჯახს მეტალურგიული ქარხანა. ახლა ელოდება სააპელაციო სასამართლოს, თუ პროკურატურა რაიმე ზეწოლას არ განახორციელებს იმ საქმეში და თუ წააგო, ფარსი ყველა კანონისა და წესის მიხედვით დამთავრდება. თუ არა და, ვნახავთ ქეის და პროკურატურის ფარსს აქ, სასამართლოზე", - აღნიშნა უგულავამ.

დღეს თბილისის მერის გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა განახლდა.

კომენტარები