ბაჩო ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაიას პროცესი პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო

ბაჩო ახალაია
wikipedia.org

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესზე პროკურორი რეზო ნადოი არ გამოცხადდა. არასაპატიო მიზეზით პროცესზე გამოუცხადებლობის გამო, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ პროკურორი 300 ლარით დააჯარიმა და მიზეზის განსამარტად, ბრალდების მხარეს ორი დღე განუსაზღვრა.

დღევანდელ პროცესზე მხარეებს დასკვნითი სიტყვები უნდა წარმოეთქვათ. ბაჩო ახალაიას ადვოკატების შეფასებით, პროკურორის დღევანდელი გამოუცხადებლობა კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ საქმე პოლიტიზებულია და ბრალდებას ახალაიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია.

პროცესი, რომელიც პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო, 19 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩატარდება.

კომენტარები