შემთხვევა ვაშინგტონში

ვაშინგტონში სამხედრო-საზღვაო ძალების შენობაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

washingtonpost.com

დღეს ვაშინგტონის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი სამმართველოს შენობაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. მათ შორის ორი პოლიციელია.

პოლიციელთა ინფორმაციით, თავდასხმა ორი პირის მიერ მოხდა.

შემთხვევა დილით 8:20-ზე მოხდა. პოლიციელები თავდამსხმელებს ეძებენ. შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა. ზოგი კი თავშესაფრებში გადაიყვანეს.

სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარ სამმართველოში დაახლოებით 3000 ადამიანი მუშაობს. აღნიშნული სამმართველო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყველაზე დიდი სამმართველოა.

კომენტარები