შემთხვევა ვაშინგტონში

თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმზე დღეს დროშებს დაუშვებენ

washingtonpost.com

ვაშინგტონის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი სამმართველოს შენობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ასევე, დაჭრილია რვა ადამიანი. შეიარაღებულ თავდასხმაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ტეხასის შტატში მცხოვრები, 34 წლის აარონ ალექსისია. ის წარსულში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში მსახურობდა. 

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ბრძანებით, თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმზე დღეს დროშებს დაუშვებენ. ობამამ სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარ სამმართველოში მომხდარ შემთხვევას ტრაგედია უწოდა. 

კომენტარები