შემთხვევა ვაშინგტონში

ვაშინგტონში სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარ სამმართველოზე თავდასხმა მოხდა

DAVID C. MACLEAN

დღეს ვაშინგტონის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი სამმართველოს შენობაზე უცნობი პირის თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა, 4 ადამიანი დაიჭრა. შემთხვევა დილით 8:20-ზე მოხდა. დაშავებულებს შორის ერთი პოლიციელია.

პოლიციელები თავდამსხმელს ეძებენ. მათი ინფორმაციით, ის საზღვაო ძალების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და შეიარაღებულია.

შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა. ზოგი კი თავშესაფრებში გადაიყვანეს.

სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარ სამმართველოში დაახლოებით 3000 ადამიანი მუშაობს. აღნიშნული სამმართველო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყველაზე დიდი სამმართველოა.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები