ვილნიუსის სამიტი

ილვესი: მჯერა, ვილნიუსში საქართველოსთან ხელშეკრულების პარაფირება მოხდება

wikipedia.org

ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, მიუღებელია ის ეკონომიკური და სავაჭრო სახის მუქარები, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების მიმართ ისმის და რომლის მიზანიც ამ სახელმწიფოებზე არაევროპული მომავლის თავსმოხვევაა, - თომას ჰენდრიკ ილვესმა interfax-ს განუცხადა.

ესპანეთის პრეზიდენტის თქმით, მუქარას არც ესტონეთი და არც ევროკავშირი არ დათანხმდება. ილვესი ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას ელის. 

"მჯერა, რომ ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი დაადასტურებს ევროკავშირის სურვილსა და მზადყოფნას, კიდევ უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეს უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან და მოახდენს ამ სახელმწიფოებთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებასა და პარაფირებას. ჩვენ არ დავტოვებთ ამ სახელმწიფოებს მარტო", - დასძინა თომას ჰენდრიკ ილვესმა.

კომენტარები