გასროლა ბათუმში

ბათუმელები: ბათუმში სამი მამაკაცი დაჭრეს

ნეტგაზეთი

"ბათუმელების" ინფორმაციით, ბათუმში სამ ადამიანს ესროლეს. მათ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უკეთდებათ. საავადმყოფოს დირექტორი "ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ინფორმაციას დაჭრილების მდგომარეობის შესახებ მანამდე ვერ გასცემს ვიდრე პოლიციის თანხმობას არ მიიღებს. 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღებში კი, სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადეს, რომ სამი დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.  თვითმხილველების თქმით, ერთერთი დაჭრილი პოლიციის თანამშრომელია. 

ტაბულა ოფიციალური ინფორმაციითვის შსს-სთან დაკავშირებას ცდილობს. 

კომენტარები