ფანჯიკიძე ჟენევაში

ფანჯიკიძე: საქართველოს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში გაწევრიანება სურს

facebook.com/mfageorgia

საქართველოს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში გაწევრიანება სურს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 24-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მან ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა სურს.

"საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევა, რომელიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და თითოეული ადამიანის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისკენაა მიმართული და, ასევე, ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობის გზით, სხვა სახელმწიფოებისთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარების მზაობა, მაძლევს მყარ საფუძველს წარვადგინო საქართველოს კანდიდატურა ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობისთვის 2016-2018 წლებში. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოს საქმიანობაში ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების მონაწილეობის გაძლიერება დამატებით პოზიტიურ იმპულსს შესძენს საბჭოს მუშაობას", - თქვა ფანჯიკიძემ.

კომენტარები