ბიძინა ივანიშვილის განცხადება

ხოშტარია ივანიშვილის განცხადებაზე: აბსოლუტურად არარეალისტურია ეს თარიღი

timer.ge

საქართველოს პრემიერმინისტრის,ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ რეალურია, მომავალ წელს საქართველომ ევროკავშირში გაერთიანების ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს,  არასამთავრობო ორაგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, ივანიშვილის მიერ დასახელებულ თარიღს არარეალისტური უწოდა.

” ძალიან პოზიტიურია, რაც უფრო ხშირად ისაუბრებს პრემიერმინისტრი ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და რაც უფრო კონკრეტულად ისაუბრებს ჩვენი ევროკავშირში გაერთიანებაზე, და რაიმე კონკრეტულ თარიღზე , ეს ძალიან კარგია. ეს ხაზს უსვამს საქართველოს საგარეო კურსის მკაფიოობას. თუმცა, როცა ეს ხდება დღეგამოშვებით, ხან ევრაზიულ კავშირზე ლაპარაკობენ , ხან ევროკავშირში შესვლაზე, ეს ,რა თქმა უნდა, არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს საქართველოზე და ორაზროვნება შემოაქვს - რაც თავისთავად ძალიან საზიანოა. მეორე პრობლემა ის არის, რომ აბსოლუტურად არარეალისტურია ეს თარიღი და გაუგებარია, რა მოტივით შეიძლება ასე არარეალისტურ თარიღზე საუბარი, გაწევრიანებას ძალიან ბევრი უკლია.  ჩვენი შიდა პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებით ძალიან შორს ვართ იმ სტანდარტებისგან რაც აუცილებელია ევროკავშირში გასაწევრიანებლად. აგრეთვე პოლიტიკური ვითარება თავად ევროკავშირში ჯერ არანაირად არ მეტყველებს, რომ ეს იყოს რეალისტური თარიღი” - თქვა ხოშტარიამ.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული განცხადება ლატვიისა და ესტონეთის ვიზიტების შეაჯამებისას გააკეთა.

”ყველაზე საინტერესო და ყველაზე სასიამოვნო რაც იყო, ეს მოხდა გუშინ...გავიგეთ ინფორმაცია, რომ შესაძლებელია საქართველომ გააგრძელოს იგივე კომისიასთან პარაფირების შემდგომ, ნოემბრის შემდგომ და ხელმოწერაც მივიღოთ უახლოეს დროში ევროკავშირში გაერთიანების.. ჩვენ ვითათბირეთ დღეს, რამდენიმე მინისტრი მახლავს.. ვისაუბრეთ დღეს, ესტონელ კოლეგასაც გავაცანი და ძალიან რეალურია, რომ ჩვენ გაისად აპრილისთვის, ყველაზე გვიან მაისისთვის ხელი მოვაწეროთ ევროკავშირში გაერთიანებისთვის ხელშეკრულებას.” - თქვა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები