ბიძინა ივანიშვილის განცხადება

ხაზარაძე ივანიშვილზე: მისთვის მთავარია თავად იყოს კარგად, ქვეყანა და ხალხი შეუძლია გაწიროს

პირადი ფინანსების და უსაფრთხოების გადარჩენა ქვეყნის აწმყოთი და მომავლით ვაჭრობის ხარჯზე.

ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაგდება რუსეთის არგაღიზიანებისთვის.

გარეჯის საკითხით სპეკულირება არჩევნების მოგებისთვის.

"დასავლეთი ომში გვითრევს" - მდარე სპექტაკლის გათამაშება.

მის ყველა ნაბიჯს ერთი მიზანი აქვს, მთავარია თავად იყოს კარგად, ქვეყანა, ხალხი და მისი მომავალი შეუძლია გაწიროს…

გამოფხიზლების დროა!!

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე FACEBOOK-ზე ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმიანება. ივანიშვილი წერს, რომ ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. აგრეთვე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

კომენტარები