ბიძინა ივანიშვილის განცხადება

კობახიძე ივანიშვილის წერილზე: ქვეტექსტებიც ძალიან მკაფიოა, გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა

ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით. ძალიან ბევრი რამე იკითხება და მათ შორის ქვეტექსტებიც არის ძალიან მკაფიო. ჩვენ გაგვიჭირდება მათ შორის სიღრმეში შესვლა, ზედმეტად კომენტირება. საზოგადოება თვითონ წაიკითხავს ამ წერილს და ალბათ თვითონ გამოიტანს დასკვნებს..

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის წერილზე. ივანიშვილი წერს, რომ ახლა ოცნებას შესაძლებლობა აქვს, იზრუნოს, აშშ-EU-სთან ურთიერთობები არ დაზიანდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ 21 მარტს საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. აგრეთვე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

კომენტარები