ევრობასკეტი 2013

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე ბოლო შეხვედრას გამართავს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები
gbf,ge

დღეს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბოლო შეხვედრას ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

8 სექტემბერს, კოკოშკოვის გუნდი ჩეხეთთან ანგარიშით - 79:95 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ აქვს.

დღეს, საქართველოსა და ესპანეთის გარდა, ჩვენი ჯგუფის ორი შეხვედრა გაიმართება - ხორვატია ჩეხეთს, ხოლო სლოვენია პოლონეთს დაუპირისპირდება.

მატჩი საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის, თბილისის დროით 16:30 სთ-ზე დაიწყება.

კომენტარები