ევრობასკეტი 2013

საქართველოს ნაკრები მძიმე ბრძოლაში მასპინძელ სლოვენიასთან 72:68 დამარცხდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები
gbf,ge

ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თავის მესამე შეხვედრაში, მასპინძელ სლოვენიას შეხვდა და დაძაბულ მატჩში დამარცხდა.

72:68 - ასეთი ანგარიშით დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, რომელშიც კოკოშკოვის გუნდს გამარჯვებაც შეეძლო, თუმცა ასე არ მოხდა. მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ აშკარაა - გუნდს ყველაფერთან ერთად ფსიქოლოგიური მომზადება დააკლდა. 

დასაწყისი ქართველების იყო - კოკოშკოვის გუნდი შესანიშნავად თამაშბდა და რაც ყველაზე მთავარია, დაცვაში კარგი თამაშის წყალობით, სლოვენიელებს საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა. მეორე მეოთხედი ასევე გაგრძელდა და ანგარიში 11 ქულამდე გაიხარდა. შემდეგ იყო ჩავარდნა, როდესაც მასპინძლებმა სოლიდური გაქცევა მოაწყვეს და შეიძლება ითქვას, ქართველები სამქულიანებით დაბომბეს. შედეგად, სლოვენიამ პირველი ნახევარი 44:32 მოიგო.

მესამე მეოთხედში სიტუაცია გამოსწორდა და ქართველებმა პერიოდი ოთხი ქულით მოიგეს. გადამწყვეტი მეოთხედის წინ, მეტოქესთან ჩამორჩება 8 ქულა იყო და თითქოს ყველაფერი გათანაბრებისკენ მიდიოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ამის გაკეთება ვერ შეძლო. ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ერთ მომენტში, ანგარიში ერთ ქულამდეც კი შემცირდა, თუმცა სლოვენიელებმა სიმტკიცე გამოავლინეს და მატჩის ბედი თავის სასიკეთოდ გადაწყვიტეს.

ჩვენი ჯგუფის დარჩენილ მატჩებში, ხორვატიამ პოლონეთი 74:70 დაამარცხა, ესპანეთმა კი ჩეხეთი 60:39 გაანადგურა.

საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს, ისევე როგორც ჩეხეთს და ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს. ბოლო ადგილზეა პოლონეთი სამი ქულით, პირველ მეორე და მესამე ადგილებს კი, შესაბამისად სლოვენიის ესპანეთისა და ხორვატიისა ნაკრებები, 6 და 5-5 ქულით იკავებენ

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ჯგუფის ბოლო მატჩში კი, 9 სექტემბერს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

კომენტარები