ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობა

სასამართლომ ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ სამ პირს - კობა ყურუას, ვახტანგ ჩხაპელიას და გელა უბილავას 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის  გადაწყვეტილენა სასჯელის ზომასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

სამივე ბრალდებულის შესახებ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი დღეს დილით 12-საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღეს. ნაფიცმა მსაჯულებმა სამივე ბრალდებული განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით სცნეს.

43 წლის ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი 2012 წლის 23 ნოემბერს საკუთარ ავტომანქანაში, "მერსედესის" მარკის ML-ის ჯიპის უკანა სავარძელზე მოკლული იპოვეს. გარდაცვლილ ბიზნესმენს სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. აქედან ერთი, სავარაუდოდ, საკონტროლო გასროლაა. მის საქმეზე ბრალდებულები არიან მურთაზ გერგაია, მოკლულის მეგობარი ვახტანგ ჩხაპელია, ძმები ქარჩავები, გელა უბილავა, კობა ყურუა და "მუხად" ცნობილი ქობალია. ადუაშვილის ოჯახის წევრები კი, მკვლელობის შეკვეთაში მომღერალ სოსო პავლიაშვილს სდებენ ბრალს.

ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი ავჭალის დასახლებაში რამდენიმე ობიექტს ფლობდა, მათ შორის რესტორანსა და მაღაზიებს.

კომენტარები