ტრანსფერი

მიუნხენში გიოტცე ოფიციალურად წარადგინეს

მარიო გიოტცე და მათიას ზამერი
dailymail.com

ჩემპიონთა ლიგისა და ბუნდესლიგის გამარჯვებულმა, მიუნხენის ბაიერნმა, პრესკონფერენციაზე ოფიციალურად წარადგინა ნახევარმცველი მარიო გიოტცე.

ბავარიელებმა დორტმუნდის ბორუსიას გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 37 მილიონი ევრო გადაუხადეს.

პრესკონფერენციაზე გიოტცე ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა წარადგინა.

"ძალიან გახარებულები ვართ, რომ ამიერიდან კლუბში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ითამაშებს. არ მინდა ეს სიტყვები ტვირთად დააწვეს, მაგრამ ძალიან ამაყები ვართ, რომ მარიომ ჩვენთან თამაში გადაწყვიტა", - განაცხადა მათიას ზამერმა.

შემდეგ სეზონში, ბაიერნს ბარსელონას ყოფილი დამრიგებელი, პეპ გუარდიოლა გაწვრთნის და ყველას აინტერესებს, თუ რა პოზიციას შეურჩევს გიოტცეს კატალონიელი სპეციალისტი.

"არ ვიცი როგორი ხედვა აქვს მწვრთნელს. თუ ვინ რომელ პოზიციაზე ითამაშებს, ამას მალე ვნახავთ. ვფიქრობ, კლუბში ყველა იმედიანადაა, რადგან შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს და კარგიცაა, რომ ალბათ ბარსელონას ხშირად შეგვადარებენ", - განაცხადა მარიო გიოტცემ.

კომენტარები