ბათუმი

მიხეილ სააკაშვილი: სად არის, აბა, დანგრეული ეკლესია?

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil?fref=ts

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 19 აგვისტოს, ბათუმის საბაგირო გზის და ფუნიკულიორის დათვალიერების შემდეგ, კომენტარი გააკეთა იმაზე, რომ მას წლების განმავლობაში "ეკლესიების მნგრეველს" ეძახდნენ.

"ამ რამდენიმე დღის წინ ვნახე, როგორ ზარ-ზეიმით გახსნეს ამ ფუნიკულიორის საბაგირო. მიხარია, რომ მათ ეს უხარიათ. უბრალოდ, მე მინდა ვთქვა, რომ ის ხალხი, ვინც საბაგიროს კმაყოფილი სახით ხსნის, ის ხალხია, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს არ აშენებულიყო. გახსოვთ ის ტყუილები, როცა ითქვა, რომ სააკაშვილმა ეკლესიამ დაანგრია, როცა აქ დავიწყეთ მშებენლობა. ატყდა ერთ ამბავი, საზიზღარი ეკლესიის მნგრეველი და დღემდე იმეორებენ "ასავალ–დასავალში". სად არის, აბა, დანგრეული ეკლესია, აი, ეკლესია, აი, ჯვარი და აი, ფუნიკულიორი. აი, ეს არის ის სიცრუე, რაზეც ეს ხალხი დგას.  აი, ეს არის ის ტყუილები, რასაც წინა წლებში კვებავდნენ, რომ ეკლესიებს ვანგრევდი. ეკლესიაც აშენდა, ფუნიკულიორიც აშენდა და წელს ბათუმში არის ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი.", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ტურისტულ სეზონზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკას სწორედ ტურიზმი ასულდგმულებს.

"წელს ბათუმში არის ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი ისტორიაში. სამწუხაროა, რომ ქართველი ტურისტების რაოდენობა შემცირდა და ბევრმა ბათუმელმა ნაკლებად გააქირავა ბინები, თუმცა ახალი სასტუმროები იხსნება. ის, რომ ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტია, არის შედეგი, რაც კეთდებოდა. პროექტები უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ხელოვნურად უნდა მივცეთ სტიმულირება ტურიზმს. დღეს, საქართველოს ეკონომიკას ერთადერთი რაც ასულდგმულებს, ეს არის ტურიზმი. გაიცემა ხელფასები, პენსიები და არსებობს ბიუჯეტი, ეს არის ამ ტურისტების ხარჯზე. ამას სჭირდება მეტი წყლის დასხმა, წინააღმდეგ შემთხევაში, ის მცენარე დაჭკნება, რაც ამ წლებში იფურჩქნებოდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები