ფარული ჩანაწერები

ეკა გიგაური: ველოდები, რომ პირადი ცხოვრების ჩანაწერები დღეს განადგურდება

transparency.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, ის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების განადგურებას დღეს ელოდება. გიგაურმა ინტერპრესნიუსთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ მასალები განადგურდეს და სამართლებრივად არანაირი კითხვები არ გაჩნდეს. 

"შსს-ს მხრიდან ბოლო ინფორმაცია ის არის, რომ განადგურების წესი უკვე შედგენილი და დამტკიცებულია. ამაში ჩართული არის პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. კომისიის დებულებაც არის უკვე შემუშავებული და დამტკიცებული. შესაბამისად, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ჩართულია იმაში, რომ დაადგინოს და დაამოწმოს ის, რომ ამ არქივში მართლაც არსებობს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები. დღეს ველოდებით კონკრეტულ პასუხს სად ვართ ამ მიმართულებით და როგორ ვითარდება მოვლენები. ველოდები, რომ დღეს განადგურდება. რაც ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი იყოб ჩვენ უკვე გავაკეთეთ. ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ ეს განადგურდეს და სამართლებრივად არანაირი კითხვები არ გაჩნდეს", - განაცხადა გიგაურმა. 

 31 ივლისს გამართული კომისიის სხდომის შემდეგ ითქვა, რომ ეს მასალები 15 აგვისტომდე განადგურდება. 

კომენტარები