საპატრიარქო

სამ სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა

სამება
wikipedia.org

მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში მღვდელმსახურების უფლება სამ სასულიერო პირს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.

საპატრიარქოში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსახლეობის ნაწილი სასულიერო პირებს აღსარების გათქმაში, ეკლესიის ქონების მიტაცებასა და მრუშობაში ადანაშაულებდა.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს სასულიერო პირებსა და მრევლს შორის დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია და მრევლმა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მიტროპოლიტს, ვახტანგ ახვლედიანს, პროტესტის ნიშნად რეზიდენციის კარი აუჭედა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე თეოდორე ჭუაძე საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესთან საუბარში კომისიის გადაწყვეტილების მოტივებს არ განმარტავს და აცხადებს - "ეს ეკლესიის შიდა საქმეა".  

 

კომენტარები