თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე არასამთავრობოებს შეხვდა

tcc.gov.ge

დღეს, 9 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც საქალაქო სასამართლოს ვებგვერდი იუწყება, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სასამართლოში საქმისწარმოების, საქმეთა გადანაწილებისა და კანცელარიის მუშაობის საკითხებს შეეხო.  

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესდნენ თუ რა პრინციპით ხდება  მოსამართლეებზე მიმდინარე საქმეების გადანაწილება.  მამუკა ახვლედიანის თქმით, მოსამართლეების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ის მოსამართლეებიც, რომლებიც გახმაურებულ საქმეებზე დაინიშნენ, რიგითობის მიხედვით იყვნენ განაწილებული.  

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების ვებგვერდზე განთავსება მოსთხოვეს. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოსთვის საიტზე განთავსდება ყველა მიმდინარე და დაგეგმილი სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაცია.

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამომავლოდ რეგულარული ხასიათის იქნება.

კომენტარები