დაკავება

კახა მიქაია სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა

facebook.com/mikaiakakha

კახა მიქაია, რომელიც 8 აგვისტოს პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციასთან დააკავეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთ დამფუძნებელს სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. მიქაია და "დაიცავი საქართველოს" სხვა წევრები 8 აგვისტოს ზუგდიდში ჩასულ მიხეილ სააკაშვილს რეზიდენციასთან დახვდნენ.

გათავისუფლების შემდეგ მიქაიამ თქვა, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და მსგავსი აქციების გამართვას პრეზიდენტის ყოველ ჩასვლაზე გეგმავს.

 

კომენტარები