სასამართლო

სასამართლომ "ტრაქტორების საქმეზე" ორი ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ტრაქტორების საქმეზე დაკავებული ორი პირი დარბაზიდან გაათავისუფლა. გივი ქაიხოსროშვილისა და ვაჟა ნახუცრიშვილის აღმკვეთი ღონისძიების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. სასამართლომ ორივე პირს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც ბრალდებულმა ვაჟა ნახუცრიშვილმა განაცხადა, ბრალდება აბსურდულია და განსასჯელებს იმედი აქვთ, რომ არსებითი განხილვისას სასამართლო სიმართლეს დაადგენს. მისივე განცხადებით, ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. ქაიხოსროშვილი კი დარწმუნებულია, რომ სასამართლო მათ გაამართლებს.

"ჩემი ყოველი დღე საპატიმროში იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, განსაკუთრებული არაფერი არ ყოფილა", - განაცხადა ქაიხოსროშვილმა.

"სასამართლომ მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პრაქტიკულად, დამტკიცებულ იქნა დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება. გარდა ამისა, სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებულ მამუკა ივანიაძის ჩვენება არ გამოქვეყნდება და მტკიცებულების ხასიათი არ ექნება. ამავე დროს, გაათავისუფლა ორი პირი", - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

კომენტარები