საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

მედვედევი: ივანიშვილმა პრაგმატული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა

დმიტრი მედევედევზე ბიძინა ივანიშვილმა პრაგმატული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა - ქართველ კოლეგასთან დავოსში შეხვედრის შესახებ რუსეთის პრემიერმა გადაცემა პოზიციასთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მედვედევის თქმით, ივანიშვილს ესმის, რა მძიმე მემკვიდრეობა ერგო წინა ხელისუფლებისგან:

"ჩვენ გვქონდა მოკლე, თუმცა ნორმალური საუბარი, საკმაოდ მშვიდი, ამხანაგური საუბარი. მან ჩემზე პრაგმატული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, სხვათა შორის, მანამდე არ მყავდა ნანახი. დატოვა შთაბეჭდილება ადამიანის, რომელსაც, ბუნებრივია, სურს თავისი ქვეყნის აყვავება და აღორძინება, რომელსაც გააჩნია საკუთარი პოლიტიკური ორიენტირები და პრიორიტეტები, მაგრამ ესმის, რომ უნდა დაალაგოს ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც ესმის, რა მძიმე მემკვიდრეობა ერგო მას წინა პოლიტიკოსებისგან. მემკვიდრეობა, რომლის ნიადაგზე დიდწილად დაინგრა პირდაპირი კომუნიკაციები რუსეთის ფედერაციასთან. მაგრამ ჩვენ ხომ მაინც ასე ახლობელი ხალხები და ახლობელი ქვეყნები ვართ... რაც არ უნდა კონფლიქტები ყოფილიყო, მთავარი, რაც ჩვენს ხალხებს აკავშირებთ, დაკარგული არაა. ეს არის ურთიერთსიმპათია და მშვიდად ცხოვრების სურვილი, სურვილი, რომ განვითარდეს ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, და ამ თვალსაზრისით არანაირი კონფლიქტი საქართველოს ხალხსა და რუსეთის ხალხს შორის არ არის. ჩვენ უნდა გვქონდეს თბილი და კეთილმეზობლური ურთიერთობა, ამის დიდი იმედი მაქვს", - ამბობს მედვედევი.

კომენტარები