აზერბაიჯანი

ქართველი მწერლები აზერბაიჯანმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

azerbaijan24.com

საინფორმაციო სააგენტო news.az-ი ავრცელებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს 335 კაციან სიას, რომელთაც ქვეყანამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ ქართველი მწერლებიც - მაყვალა გონაშვილი, დავით ტურაშვილი და ბესო ხვედელიძე. ისინი იმ პირთა შორის აღმოჩდნენ, რომელებიც აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე – მთიან ყარაბაღში.

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის და ქვეყნის სუვერენიტეტის უპატივცემულობისთვის შავ სიაში უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები მოხვდნენ. ათ შორის არიან: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის ყოფილი წარმომადგენელი პიტერ სემნები, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა ქეროლაინ კოქსი, რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი მაქსიმ მიშენკო, იტალიელი მომღერალი ალ ბანო, მომღერალ ფილიპ კირკოროვის მამა ბედროს კირკოროვი, ოპერის ცნობილი მომღერალი მონსერატ კაბალიე და სხვა.  

კომენტარები