გუნავას საქმე

გუნავა: აპირებენ, ჩემზე მორიგი საქმე შეთითხნონ

თენგიზ გუნავა
livepress.ge

თენგიზ გუნავას ცნობით, მის წინააღმდეგ პროკურატურასა და შსს-ში ახალი საქმე მზადდება - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა 2 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"მზად ვარ ყველაფრისთვის, ვიცი, რაღაცას ამზადებენ, ხალხი შეწუხებული ჰყავთ. სირცხვილია მათი მხრიდან, იმ ხალხს ნუ აწვალებენ. ეუბნებიან, მიეცი ჩვენება გუნავას წინააღმდეგ და გარანტირებული გექნება სამსახური. მე მაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ შეთითხნონ მორიგი საქმე. მზად ვარ, ნებისმიერ კითხვას გავცე პასუხი, მსგავსი რაღაცეები იგეგმება პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. კონკრეტული პიროვნებების დასახელებისგან თავს შევიკავებ მარტივი მიზეზის გამო, ხვალ-ზეგ უფრო მეტ ინფორმაციას ველოდები და შემდგომ ვისაუბრებ. ხელისფლებამ რაც არ უნდა იფიქროს, მსგავსი რაღაცეებით ჩემი დაშინება არ გამოუვა", - ამბობს გუნავა.

რწმუნებული მის შეწყალებასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებასაც გამოეხმაურა. გუნავას თქმით, უმჯობესი იქნება, თუ საია მისი დაკავების დეტალებით დაინტერესდება.

"უმჯობესი იქნებოდა საია დაინტერესებულიყო იმით, რაც მე გამოვიარე, ნარკოტიკების და იარაღის ჩადებასთან დაკავშირებით, ეს არის პოლიტიკური დევნა, დაწყებული ხელისუფლების შეცვლის შემდეგ და უმჯობესია ამით დაინტერესდნენ", - ამბობს გუნავა.

მისივე ცნობით, პროცედურული საკითხების მოგვარების შემდეგ, რამდენიმე დღეში, ოფიციალურად შეუდგება სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობას.

თენგიზ გუნავას სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სახელმწიფო ქონების გაფლანგვის მუხლებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 17-დღიანი პატიმრობის შემდეგ, 30 ივლისს პრეზიდენტმა იგი შეიწყალა.

კომენტარები