გუნავას საქმე

კუბლაშვილი: გუნავას საქმეში ზეწოლის ნიშნებს ვერ ვხედავ

ტაბულა

კოტე კუბლაშვილის განცხადებით, ის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის საქმეში ზეწოლის ნიშნებს ვერ ხედავს. "საქმე მხოლოდ პირველ ინსტანციაში განიხილეს, მოსამართლემ იმსჯელა და შეაფასა მტკიცებულებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. საქმეში ვერ ვხედავ ზეწოლის ნიშნებს. ზეწოლის ნიშნები, რომ არსებობდეს შემდგომი ინსტანციის სასამართლოში გაირკვევა," - აღნიშნა მან.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დამნაშავედ ცნეს ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში - ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში. სასამართლომ თენგიზ გუნავა უდანაშაულოდ ცნო ბრალდების მესამე ეპიზოდში ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შესახებ, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსობის პერიოდში მძღოლის დაჭრის ბრალდებას გულისხმობს.ბრალდების ორ ეპიზოდში, რომელშიც იგი დამნაშავედ ცნეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გუნავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამნისტიის საფუძველზე ეს სასჯელი 4 წლამდე შემცირდება. ამასთანავე, თენგიზ გუნავას სასჯელის მოხდიდან წელიწადის და ექვსი თქვის განმავლობაში თანამდებობების დაკავების უფლება ჩამოერთვა.

კომენტარები