მთავარი პროკურატურა

პროკურატურა მამუკა ივანიაძის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

geonews.ge

მთავარმა პროკურატურამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსანთა საქმეზე ბრალდებულის მამუკა ივანიაძის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 22 ივლისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გასაჯაროებული იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შპს მექანიზატორის რიგ თანამდებობის პირთა საქმეზე ბრალდებულ მამუკა ივანიაძის საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ნაწილი. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ხსენებული ვიდეოჩანაწერის როგორც მოპოვება, აგრეთვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მისი დართვა განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და ხსენებული მოქმედებები სრულ შესაბამისობაშია მოქმედ საპროცესო მოთხოვნებთან", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის მტკიცებით, სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსანთა საქმეზე ბრალდებულ მამუკა ივანიაძეზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობას გუშინდელ დაკითხვაზეც ჰქონდა ადგილი. კოჟორიძის განმარტებით, საია აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პროკურატურას განცხადებით მიმართავს.

შეგახსენებთ, მამუკა ივანიაძე აცხადებდა, რომ მან სამართალდამცავებს ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა, მთავარი პროკურატურის განცხადებით კი, ივანიაძეზე არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები