საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერი

პრაიმერის დაწყებამდე ბათუმში პოლიტპატიმრის სტატუსით ამნისტირებული დააკავეს

panoramio.com

ბათუმის შერატონთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა პოლიტპატიმრის სტატუსით ამნისტირებული მერაბ გორგაძე დააკავეს - აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მერაბ გორგაძემ მიხეილ მაჭავარიანის მისამართით კვერცხები ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ზუგდიდის შემდეგ, დღეს, 21ივლისს, ბათუმის შერატონში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენი პრაიმერის მე-5 ტური 15:00 საათზე დაიწყება.  

სასტუმროსთან ნაციონალური მოძრაობის წინაამდეგ აქცია მიმდინარეობს, მასში მონაწილეობას ყოფილი პოლიტპატიმრები და აფხაზეთიდან დევნილები იღებენ.

შერატონთან დილიდანვე მობილიზებულია პოლიციაც. მათ სასტუმროს გარშემო დამცავი ჯებირები დადგეს.  სასტუმროს მიმდებარედ მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმებიც. 

კომენტარები