საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერი

ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის წევრებს ბოთლები და ქვები დაუშინეს

primetimenews.ge

დღეს, 20 ივლისს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად ზუგდიდში დაგეგმილი პრაიმერი ქართული ოცნების აქტივისტების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.

ზუგდიდის  თეატრთან შეკრებილმა აქტივისტებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და დელეგატებს ქვები და ბოთლები დაუშინეს - ამ ინფორმაციას მიას სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ი ავრცელებ.

ჟურნალისტებისთვის მოკლე განცხადება გააკეთა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, ქვის სროლას ისინი მშვიდობით უპასუხებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ზუგდიდში მიმდინარე დაპირისპირების დროს პირველი არხის ჟურნალისტი ნატო ბერულავა დაშავდა. მას თავში წყლით სავსე ბოთლი მოხვდა და გრძნობა დაკარგა, თუმცა ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

პრაიმერის დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ზუგდიდში პარტიის წინასაარჩევნო პრაიმერის ჩაშლას ცდილობს.

"ორი ათას კაცამდე ადამიანის მობილიზებაა დაგეგმილი, რათა დღევანდელი პროცესი ჩაიშალოს. ეს არ გახლავთ რომელიმე უკმაყოფილო ჯგუფის მიერ მოყვანილი ხალხი, ან რომელიმე უკმაყოფილო ჯგუფის აქცია, ეს არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული აქცია, რათა ჩაიშალოს და ხელი შეეშალოს ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიას", - აღნიშნა საყვარელიძემ. 

კომენტარები