გიორგი მარგველაშვილს მინისტრის თანამდებობაზე თამარ სანიკიძე შეცვლის. გადაწყვეტილების შესახებ გიორგი მარგველაშვილმა, ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმში სტუმრობისას "გურიანიუსს" განუცხადა. სანიკიძეს 2010 წლიდან 2012 წლამდე, გიორგი მარგველაშვილთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ფინანსური დირექტორის თანამდებობა ეკავა. ხოლო მას შემდეგ რაც მარგველაშვილი განათლების მინისტრი გახდა, ის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე იმყოფებოდა. მარგველაშვილი სანიკიძის კანდიდატურას ოფიციალურად ხვალ წარადგენს.

tbl.ge/gnh
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




