საკონსტიტუციო ცვლილებები

ხმალაძე: საზოგადოებას ინიცირებული ცვლილებების პროექტები წარედგინება

ვახტანგ ხმალაძის Facebook გვერდი

ბათუმში, სასტუმრო შერატონში, საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტის საყოველთაო განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები უძღვებიან და მას აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. 

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, საზოგადოებას პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების პროექტები წარედგინება. 

"ეს არის ცვლილებები, რომელთა შეტანაც კონსტიტუციაში აუცილებლად მიგვაჩნია, მანამ სანამ გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ ამოქმედდება ზოგიერთი ის ნორმა, რომლებიც კვლავ დისბალანსს გამოიწვევს ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებებს შორის", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ. 

 საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი პროექტი ეხება, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების საკითხს, საქართველოს იმ მოქალაქის მიერ, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 

საკონსტიტუციო ცვლილების მეორე პროექტი მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის დასმის საკითხს შეეხება, ხოლო მესამე კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტსა და კონსტიტუციური კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის საჭირო კვორუმის საკითხებს ეხება.

კომენტარები