საქართველოს პროკურატურა

ავტომობილების დაბრუნებაზე პროკურატურა განმარტებას აკეთებს

justice.gov.ge

მთავარი პროკურატურა ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაბრუნებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ”რომელთა მიმართ საზღვარგარეთ ჩადენილია დანაშაული”.

"განვმარტავთ, რომ დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მიმართ საზღვარგარეთ ჩადენილია დანაშაული, მექანიკური ჩარევის შედეგად შეცვლილია საიდენტიფიკაციო მონაცემები ან/ და გატაცებულია და გამოძიებით არ არის დადგენილი ავტომანქანის ამჟამინდელი მესაკუთრის კავშირი საზღვარგარეთ ჩადენილ დანაშაულთან. აღნიშნული წესი არ ვრცელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო საკუთრებაში უკვე მიქცეულ ავტომანქანებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ დღეს ”წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ავტოსატრანსპროტო საშულებების დაბრუნება” დაიწყო. 

კომენტარები