საქართველოს პროკურატურა

პროკურატურა: უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანების დაბრუნება დაიწყო

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ის წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ავტოსატრანსპროტო საშულებების დაბრუნებას იწყებს. პროკურატურა ამ ეტაპზე იმ ავტომანქანებს დააბრუნებს რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში  გადაცემული ჯერ არ იყო. აღნიშნული პროცესი სხვადასხვა  რეგიონში გაიმართება.  

„სატრანსპორტო საშუალებების ჩამორთმების საქმეებზე, ხანგრძლივი დროის მანძლზე მიმდინარეობდა გამოძიება და მიუხედავად ამ ადამიანების არაერთი მოთხოვნისა, საპტრანსპორტო   საშუალებების დაბრუნების საკითზე  გადაწყვეტილება ჭიანურდებოდა და ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები  არსებული  კანონმდებოლობიდან გამომდინარე გადაეცემოდა სახელმწიფოს.

 საქართველოს მთავარი პროკურატურის და საქართველოს შინაგან  საქმეთა სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ზემოთაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე  დაწყვებული გამოძიება წყდება  და ამოღებული მანქანები უბრუნდებათ მესაკუთრეებს. აქვე განვმარტავ, რომ ამ ავტომანქანებზე, რომლებიც უკვე გადაეცა სახელმწიფოს პროკურატურას დაბრუნების უფლებამოსილება არ გააჩნია,“ - განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ, საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

კომენტარები