პარლამენტმა "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტს 94 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო 9-მ წინააღმდეგ მისცა ხმა.ამასთანავე, პარლამენტმა "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ"კანონპროეტში შესატან ცვლილებებზე ვეტოც დაძლია. აღნიშნული ცვლილებებით ენერგეტიკის და წყალმომარაგების რეგულირების კომისიის წევრების თანამდებობაზე დანიშვნის თუ მოხსნის უფლებაპრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრს გადაეცემა.





