გუნავას საქმე

გოკა გაბაშვილი: არ გაგვკვირვებია, რომ დღეს ასეთი ნაბიჯი გადაიდგა

www.tabula.ge

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, მას  თენგიზ გუნავას დაკავება არ გაკვირვებია და მისი თქმით ეს მთავრობის მხრიდან ოპოზიციის განადგურების მცდელობაა.  

"არ გაგვკვირვებია, რომ დღეს ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და თენგიზ გუნავა რაღაც ბენზინის ტალონების საქმეზე დააპატიმრეს. სრულიად ცხადია, რომ ეს არის სახელისუფლებო გუნდის და მთავრობის გამალებული მცდელობის შედეგი, რომ ოპოზიციის რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი იყოს დაკავებული. ამ მხრივ ჩვენ ვიცით, რომ სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა და ამ ზეწოლამ გაჭრა", - აღნიშნა გაბაშვილმა.

კომენტარები