ბედუკაძის საქმე

ომბუდსმენი: ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გაეთავისუფლებინათ

facebook.com/UchaNanuashvili

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ ბედუკაძე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა, მთავარ პროკურორს ამ გადაწყვეტილებით კანონი არ დაურღვევია:

"ასე უპირობოდ ადამიანის გათავისუფლება, რომელსაც ბრალი ედება საკმაოდ მძიმე დანაშაულში, რა თქმა უნდა, არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობით, მას ჰქონდა უფლება, გაეფორმებინა ეს საპროცესო შეთანხმება. ჩემი აზრით, ეს არის ერთგვარი დილემა, საიდანაც რაღაც გამოსავალი არსებობს, მაგრამ მთლიანად გათავისუფლება პასუხისმგებლობისგან, ვფიქრობ, არ უნდა მომხდარიყო", - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

მთავარმა პროკურორმა 9 ივლისს განაცხადა, რომ ვლადიმერ ბედუკაძის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის. არჩილ კბილაშვილს ბედუკაძის საქმის გადახედვის თხოვნით პრემიერმინისტრმა 8 ივლისს მიმართა.

კომენტარები