ბედუკაძის საქმე

კბილაშვილი: ბედუკაძის საქმეზე გადაწყვეტილება შინაგანი რწმენით მივიღე

Archil Kbilashvili
Tabula

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გადაცემა პოზიციაში ჟურნალისტის კითხვას - ბედუკაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობს თუ არა, უპასუხა, რომ შინაგანი რწმენით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

”ორი კრიტერიუმი არსებობს ჩემთვის. ერთი - რომ კანონს შეესაბამებოდეს, და მეორე - შინაგან რწმენას უნდა შეესაბამებოდეს. მე ჩავთვალე,  რომ კანონი მაძლევდა ამის უფლებას და შინაგანად აქ იყო სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო წამებაში ბრალდებული, მე ვთვლი, რომ შინაგანად ეს იყო სიმართლე და ამიტომ მას დავუჭირე მხარი. ამის შესახებ რომ მსჯელობა მქონოდა პრემიერთან თავის დროზე, შეიძლება ეს გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული, მაგრამ ესეც თამაშის წესია.” - თქვა კბილაშვილმა.

კბილაშვილი აღნიშნულ საქმეზე მიღებულ კრიტიკასაც გამოეხმაურა.

”კრიტიკის ავტორები ასაბუთებენ თავის მოსაზრებას. ლოგიკურია დასაბუთებულია და ისინი კრიტიკის საფუძველს პოულობენ. ამ შემთხვევაში მე ჩემი სიმართლე მაქვს. მე კანონი არ დამირღვევია და ვმოქმედებდი იმ უფლებით, რაც მაქვს. დემოკრატია სწორედ ეს არის. მოვწონვარ თუ არ მოვწონვარ, თუ კანონს არ ვარღვევ, უნდა მიიღონ ისე, რასაც მე ვაკეთებ.” - აღნიშნა კბილაშვილმა.

კომენტარები