მამუკა მიქაუტაძის საქმე

ომბუდსმენი: მიქაუტაძის საქმეში სერიოზული დარღვევებია

facebook.com/UchaNanuashvili

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მამუკა მიქაუტაძის საქმეში სერიოზული დარღვევებია. როგორც უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ომბუდსმენის აპარატმა ამ საქმის შესწავლა დაიწყო:

"მას შემდეგ, რაც დეტალურად გვექნება ამომწურავი ინფორმაცია, გავაკეთებთ განცხადებას, თუმცა ამ ეტაპზე, შემიძლია იმის თქმა, რომ სერიოზული დარღვევებია საქმეში. ამიტომ ეს საქმე იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული ჩვენთვის უახლესი კვირის განმავლობაში", - ამომბს ომბუდსმენი.

36 წლის მამუკა მიქაუტაძე, რომელიც 5 ივლისს პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს, 6 ივლისს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვნეს. ოჯახის წევრების პირველი ვერსიით, მან თავი მოიკლა, რადგან სამმართველოში, ზეწოლის შედეგად, მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება მიაცემინეს. მოგვიანებით, გარდაცვლილის მეუღლემ განაცხადა, რომ შესაძლოა, იგი კვალის დაფარვის მიზნით მოკლეს.

კომენტარები