პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კვლავ შეიცვალა და ის 27 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გადაწყვეტილების ოფიციალურად გაფორმება დღეს მოგვიანებით ან ხვალ მოხდება.
ბარნოვის თქმით, პრეზიდენტისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა თუ როდის ჩატარდებოდა საპრეზიდენტო არჩევნები და თარიღის გარშემო გამწვავება "რიგი პოლიტიკური ძალების" მხრიდან მოხდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეხვედრაში მონაწილეობა 12-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო.





