მადრიდის რეალი

ანჩელოტის ასისტენტი მადრიდის რეალში ზინედინ ზიდანი იქნება

ზინედინ ზიდანი, კარლო ანჩელოტი და ფლორენტინო პერესი
skysports.com

 

მადრიდის რეალის ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ნაჩელოტი, სამეფო კლუბის გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ მის ხელში გუნდი "ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს" ითამაშებს.

ანჩელოტი რეალში ჟოზე მოურინიოს შეცვლის და პსჯ-დან გადმობარგების შემდეგ, 3 ივლისს ესპანურ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

პრეზენტაციაზე ანჩელოტიმ განაცხადა: "ეს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კლუბია. ჩვენ უბრალოდ კი არ უნდა გავიმარჯვოთ თამაშებში, არამედ ყველაზე სანახაობრივი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ, ისეთი, როგორიც ამ კლუბს და მის ისტორიას შეეფერება. დაუღალავად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ გულშემატკივრები გავახაროთ".

ანჩელოტის დანიშვნასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმაც:

"მისი [ანჩელოტის] სტილი და ხასიათი იდეალურად ერგება ჩვენი კლუბის პროფილს. ის ჭკვიანი ადამიანია და ბუნებით გამარჯვებულია. ანჩელოტი კლუბის დირექტორატში მწვრთნელობის ყველაზე სასურველი კანდიდატი იყო", - განაცხადა ფლორენტინო პერესმა.

პრეზენტაციაზე ასევე გაცხადდა, რომ მადრიდის რეალში კარლო ანჩელოტის თანაშემწე, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი და ერთი ჯერჯერობით უცნობი ინგლისელი სპეციალისტი იქნება.

კომენტარები