დღეს ყველა თემა არარელევანტურია იმ საშინელი დანაშაულების გამო, რომელიც საზოგადოებისთვის წინა კვირას გახდა ცნობილი. ეს არის იმდენად საშინელი, იმდენად ამაზრზენი დანაშაული - წამება და არაადამიანული მოპყრობა, ყოველგვარი ინსინუაციების, პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მსგავს დანაშაულში მონაწილეობდა, ყველა, ვინც ორგანიზებას უწევდა ასეთ დანაშაულს და ყველა, თუკი გამოვლინდა, რომ იცოდა და არ ამხელდა, უნდა იყოს გამოვლენილი და დასჯილი... ჩვენ გამოვთქვით სურვილი, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რათა საკითხის ფუნდამენტური შესწავლა მოხდეს და პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ყველამ მივიღოთ მონაწილეობა. რაც საქართველოს 21-ე საუკუნებში არ ეკადრებოდა, უნდა გამოვლინდეს, დადგენილი მომხდარის წინაპირობები და ყველა ასეთი შემთხვევის განმეორება გამოირიცხოს მომავალში.
tbl.ge/40u
დაკოპირდა

ამავე თემაზე
- სუბარი საგამოძიებო კომისიაზე: დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო ენმ-ს აკრძალავს
- ოხანაშვილი: მიზანშეწონილია, დავაინიციროთ ევრ. საქართველოს რაციონალურობის შესწავლის პროექტი
- ბოკერია: ვისაც უკვე "შეტენილი" აქვს მკვლელობა, მეორეც მივაწებოთ - საქმე ასეთ ისტორიად დარჩება
- კილაძე: მნიშვნელოვანია ორივე მხარეს მოვუსმინოთ, დაზარალებულს და პროკურატურას
- სააკაშვილი: ახლა დროებით საგამოძიებო კომისიას უკვე აქვს აზრი




